ჰორეკა - ჰოტელ სტარი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს სამართლის კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, დაარსდა 2018 წელს.
2018 წლიდან ჰორეკა - ჰოტელ სტარი გახლავთ ევროპის სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ქოლგა ფედერაციის HOTREC-ის წევრი, დამკვირვებლის სტატუსის ქვეშ, ხოლო 2021 წლის მაისიდან ორგანიზაციამ მოიპოვა The Hotestars Union - ის ასოცირებული წევრის სტატუსი და არის აღნიშნული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
სტატუსი უფლებას გვაძლევს ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შევაფასოთ და მივანიჭოთ ვარსკვლავები განთავსების ქართულ ობიექტებს.